01
ხარისხი
მონოლითური კარკასი უკვე დგას — ხარისხი, რომელიც ჩაბარებამდე ჩანს.
ბაღი ყოველ აივანზე
თბილისი, მარატ ნოზაძის 29გ — ახმეტელის მეტროსთან
ქორნერ გლდანი მდებარეობს მარატ ნოზაძის ქუჩაზე, ახმეტელის მეტროსთან ახლოს, გლდანისა და მუხიანის გზაგასაყარზე.
Corner Gldani განთავსებული იქნება 3000 კვ.მ ტერიტორიაზე, რომელშიც გათვალისწინებულია როგორც რეკრეაციული სივრცეები, ასევე კომერციული ობიექტებიც, რომლებიც, პირველ რიგში, მაცხოვრებლების ინტერესებსა და საჭიროებებს მოერგება. პროექტში გათვალისწინებულია სპორტული სივრცეებიც, რათა მაცხოვრებლების ჯანსაღი ცხოვრების წესს მაქსიმალური ხელშეწყობა ჰქონდეს კომპანიის მხრიდან. პროექტი შენდება უმაღლესი ხარისხის საშენი და მოსაპირკეთებელი მასალებით, რაც კომპლექსის მდგრადობასა და უსაფრთხოებას განაპირობებს.
ბინები ბარდება მწვანე კარკასის კონდიციაში, რაც გულისხმობს მოჭიმულ იატაკს, გალესილ ტიხრებს, ელექტროობის დაქსელვას, გაზის წერტილებს სამზარეულომდე და საქვაბემდე, წყალმომარაგება-კანალიზაციის ცენტრალურ დგარებს, მოპირკეთებულ აივანს, მეტალო-პლასტმასის გარე კარ-ფანჯარას, ბინაში შესასვლელ კარს.
ჩვენ გთავაზობთ კონკურენტულ ფასსა და გადახდის თქვენზე მორგებულ პირობას - შიდა განვადებას პირველადი შენატანის გარეშე.
რატომ Corner Gldani
01
მონოლითური კარკასი უკვე დგას — ხარისხი, რომელიც ჩაბარებამდე ჩანს.
02
მოწესრიგებული ეზო და მშვიდი კვარტალი — ცხოვრება აქ უკვე დაწყებულია.
03
პარკინგი, კომერცია პირველ სართულზე და ყველაფერი საჭირო კვარტალშივე.
04
გლდანი, მარატ ნოზაძის 29გ — მეტრო და სკოლები რამდენიმე წუთში.

დარგული აივნები სართულიდან სართულზე ლაგდება — ცოცხალი კასკადი თეთრ კოშკზე.

დილის ყავა ქალაქის ზემოთ — თბილისი გორაკებამდე იშლება.
როცა საღამო დგება
აირჩიე სართული, ნახე გეგმა, დაიკავე აივანი ბაღით